გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე, ჩვენში საწებლების მომზადების ბუმია. ჩვენი მკითხველისთვის მრავალი რეცეპტი შეგვითავაზებია, რომელიც საკმაო ინგრედიენტს მოითხოვს და ამასთანავე მომზადებისას ძალზე შრომატევადია.
ახლა გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ და ადვილად მოსამზადებელ რეცეპტს, რომელიც ყოველგვარი დოზირების გარეშე, საკუთარი გემოვნებით შევარჩიეთ.
კარგად დამწიფებული, ძალიან წითელი 15 კგ პომიდორი დავჭრათ და ჩავყაროთ ქვაბში. დავუმატოთ 5-6 ცალი წითელი, გასუფთავებული ბულგარული წიწაკა, 3-4 ცალი მწარე წიწაკა, 4 თავი ზაფრანის ყვავილი, დათესლებული მწვანე ქინძი და უცხო სუნელი. ვხარშოთ ერთი საათის განმავლობაში, ტყემლის მსგავსად. შემდეგ გადმოვდგათ, გაგრილდეს და გავწუროთ. კვლავ ვადუღოთ შესქელებამდე.
შემდეგ ცხლად ვუყოთ კარგად დანაყული ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და მარილი გემოვნებით. ცოტა ასპირინიც დავუმატოთ.
ცხლად ჩავასხათ ბოთლებში და თავი დავუცოთ საცობით.
სტერილიზაცია არ სჭირდება. საუცხოოა, როგორც საწებლად, ისე სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად.