,,ქართული ოცნების“ რიგებიდან ,,პატრიოტთა ალიანსის“ კვოტის შესაძლო შევსებას მმართველი პარტიის წევრები ეხმაურებიან.
პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებს ფრაქციაში გაწევრიანებას სთხოვენ, თუმცა, მისი თქმით, მმართველი პარტიის არც ერთი დეპუტატი ,,პატრიოტთა ალიანსში“ გადასვლას არ აპირებს.
„მოვისმინე, რომ ჩვენგან ვიღაც გადავა და დასდევენ ცალკეულ დეპუტატებს და ეკითხებიან, ხომ არ აპირებთ გადმოსვლასო, რასაც საფუძველი ნამდვილად არა აქვს. რატომ დაიშალა, ერთმანეთთან რა პრეტენზიები აქვთ, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები“, _ განაცხადა ვოლსკიმ.