“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის კონფლიქტის წარმართვის ინიციატორი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი იყო, რომელმაც ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო.
“ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც 2012 წელს ოლიგარქ ივანიშვილთან ერთად ქვეყნის სათავეში მოვიდა, იმის მაგივრად, რომ სააკაშვილი გაესამართლებინათ, როგორც დამნაშავე, დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის კურსი აირჩია.
წამგებიან ომში საქართველო სააკაშვილმა ჩაითრია, დაიწყო ომი და დაკარგა ტერიტორიები. ამ კონფლიქტის ინიციატორი იყო სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში დაბრუნების გარკვეული შესაძლებლობები აქვს “, _ განაცხადა ბურჯანაძემ.