ოზურფეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში საჯარო სკოლაში ბათქაში ჩამოვარდა.
ბათქაში პედაგოგს დაეცა, რასაც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი არ ადასტურებს.
მისი თქმით, ფაქტი მე-9 კლასის ოთახში მოხდა და არავინ არ დაშავებულა.
იმედაშვილი ამბობს, რომ საკლასო ოთახში პრობლემების მოგვარება უკვე დაწყებულია.
დეპუტატ ბესო ქათამაძის თქმით, ბათქაში პედაგოგს დაეცა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, სკოლის შენობა საჭიროებს რემონტს.
“დაპირებები არის, მაგრამ მხოლოდ დაპირებად დარჩა”, _ ამბობს ქათამაძე.
































































