ვიეტნამში ანტისახელისუფლებო ფეისბუქპოსტის გამო სასამართლომ პირს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება დემოკრატიის უფლების ბოროტად გამოყენება.
როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ პოსტები ნახა, სადაც ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებდა.
როგორც EURONEWS წერს, მიუხედავად ეკონომიკური რეფორმებისა და მზარდი სოციალური ცვლილებების ღიაობისა, ვიეტნამის მმართველი კომუნისტური პარტია არ არის ტოლერანტული კრიტიკის მიმართ და ცენზურა მედიაზეც ვრცელდება.
ფეისბუქს აქვს პირდაპირი არხი ვიეტნამის საინფორმაციო სამსახურთან და პოსტებს, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგება, ბლოკავს ან შლის.