„გირჩი ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა“. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რითაც, როგორც თავად ამბობს, აბსურდული რეგულაციების მოთხოვნებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის და წარმომადგენლის მხრიდან.
“დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია
ენმ და 64 სხვა პარტია ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს ნებისმიერი მცენარის კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს ნარკოტიკი.
საპატრიარქო ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია
გირჩი ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე და დაშვებული იყოს მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც მხოლოდ მოზარდების არ ყოფნის პირობებში”, _ წერს პრეზიდენტობის კანდიდატი სოციალურ ქსელში.