სოციალურ ქსელ ფეიბუქის 50 მილიონზე მეტ მომხმარებლის ანგარიშზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფეისბუქის განცადებით, დარღვევის შესახებ სამშაბათს გახდა ცნობილი.
სოც ქსელის მომხმარებლებს, რომელთა გვერდებსაც თავს დაესხნენ, პარასკევს თავიდან უწევდათ ქსელში შესასვლელად ავტორიზაციის გავლა.
მათივე თქმით, შესაძლოა თავდასხმა იმ მომხმარებლებზეც გახორციელდა, ვინც გვერდიდან გასული იყო და თავიდან შესვლა უწევდა.
კომპანიის ცნობით, მომხმარებლებს პაროლები თავიდან შესვლის შემდეგ არ შუცვლიათ.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, იმ მომხმარებლების გვერდები გადატვირთეს, ვიზეც თავდასხმა გახორციელდა.
ფეისბუქი ადასტურებს, რომ დარღვევა ჰაკერებს საშუალებას მისცემს სისტემის სხვა ექაუნთებზეც შევიდნენ, რაც ნიშნავს, რომ დაზარალებული შეიძლება იყოს AirBnB და Tinder.
“ჩვენ გამოძიება დავიწყეთ და ჯერ არ ვიცით, ვინ და რა მიზნით განახორციელა თავდასხმა”, _ ამბობს ფეისბუქი.
კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებულებს შორის კომპანიის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და შერილ სანდბერგი არიან.
































































