გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა _წყალდიდობას ამ დრომდე ებრძვიან (უცხოეთი)

    ვინ აიღო საპრიზო ადგილები _ 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები ჩოხატაურში

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

    რას წერს გიორგი მამარდაშვილი გიორგი ლორიას შესახებ

    “5 ათასი ლარით დამაჯარიმეს”- გოგა ჩანადირი

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ჯანმო გავრცელებული საშიში ვირუსისგან ჩვილების დასაცავად რეკომენდაციებს აქვეყნებს

    ლოს-ანჯელესში ეროვნულ გვარდიასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია

    პუტინმა რუსეთის საზღვაო ფლოტის მასშტაბური რეფორმა დაამტკიცა

    რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივნისი

    „მას ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს“ – ტრამპი მასკის შესახებ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შსს-მ ექვსი პირი დააკავა

7:09; 29.09.2018
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულია ექსვი პირი _ განაცხადა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

მისი თქმით, შსს აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული თ. ვ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1985 წელს დაბადებული ლ.გ., 1992 წელს დაბადებული ბ.რ., 1983 წელს დაბადებული ზ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.ო.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის მაისში, თურქეთში, ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ – მინდია გორაძემ (ლავას ოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს – მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების ორგანიზება დაავალეს.

იმისთვის, რომ „ქურდული საერთოს“ შეგროვების პროცესს ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა, მ.დ.-მ, ერთ-ერთ ბრალდებულთან – თ.ვ.-სთან ერთად, ე.წ. „ქურდული შეკრება“ მოაწყო. შეკრებაზე დაადგინეს, რომ წალკის რაიონის მაცხოვრებლებს „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ, ხოლო ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდა, ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ შესატანს, ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეს გაიღებდა.

გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრების – მ.დ.-ს, თ.ვ.-ს და ლ.გ.ს, ასევე, მათი მხარდამჭერების – ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს და გ.ო.-ს მონაწილეობით, მიმდინარე წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან გარკვეული თანხა შეგროვდა. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აღნიშნული თანხის ნახევარი, „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს მითითებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ – გიორგი ფოლადაშვილის (მეტსახელად „სინკარა“) დედას გადაერიცხა“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ე.წ. „ქურდული საერთოს“ სია. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე 1-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე 2-პრიმა მუხლით და 223-ე 3-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

„შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შედეგად კი, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოში დაკავებულია 39 პირი, მათ შორის 2 „კანონიერი ქურდია“, ასევე პასუხისგებაში მიეცა 2 „კანონიერი ქურდი“. ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები – საქართველოს 127 მოქალაქე და 12 ქართველი „კანონიერი ქურდი“, – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

18:00; 12 ივნისი, 2025
სამართალი

საია: ბავშვზე ზიანის მიყენებისთვის ექიმს 6 თვით პროფესიული საქმიანობა შეუჩერდა

15:43; 12 ივნისი, 2025
სამართალი

გურიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

12:06; 12 ივნისი, 2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში მსხვერპლით დასრულდა

11:05; 12 ივნისი, 2025
სამართალი

საია: პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის

10:36; 12 ივნისი, 2025

დავით ბაქრაძე სენაკში ამომრჩეველს შეხვდა (R)

ოზურგეთის საკრებულოში პირველი ელეტქრონული პეტიცია დარეგისტრირდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქუთაისში ხანძარს 22 წლის ბიჭი, ქართველი ფეხბურთელის შვილი ემსხვერპლა

23:53; 12.06.2025
საზოგადოება

თბილისში ავტომობილი დაიწვა

19:25; 12.06.2025
პოლიტიკა

“ძლიერი საქართველო”: თაზო დათუნაშვილი ნაცემია და დაკავებული

19:11; 12.06.2025
პოლიტიკა

„სამართლიანი არჩევნები“: საგანგაშოდ მივიჩნევთ „ოცნების“ პოლიტიკოსების მიერ შსს-ში შეტანილ საჩივრებს

18:58; 12.06.2025
ფინანსები

ვალუტის კურსი- რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

18:36; 12.06.2025
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

18:00; 12.06.2025
საზოგადოება

დეა მამისეიშვილი დააჯარიმეს

17:54; 12.06.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ დაითმობა

17:27; 12.06.2025
პოლიტიკა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებები მიიღო

16:42; 12.06.2025
საზოგადოება

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

16:28; 12.06.2025
საზოგადოება

უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

16:27; 12.06.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ორგანიზებით, ეკონომიკის ოლიმპიადა იწყება

16:14; 12.06.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი 21 წლის მათე დევიძის პროცესზე მივიდა

16:06; 12.06.2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვისაც აღნიშნული მუხლი აქვს დარღვეული ყველას შეგიძლიათ უჩივლოთ, მე ხომ ვერ ვუჩივლებ თქვენს ნაცვლად?

16:02; 12.06.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი დააჯარიმეს

15:45; 12.06.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025
0

ფოტო ხიდისთავის პარკიდან

15:53; 22.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

16:22; 9.06.2025
0

“გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

17:30; 8.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო