გლდანის მერვე დაწესებულებაში ორი პატიმარი უკვე ორი კვირაა შიმშილობს. დაჩი დიდიძე და ბექა გელხაური ციხეში სახალხო დამცველის და უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას შესვლას და სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. ადვოკატი ამბობს, რომ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან უფლებადამცველის ინფორმაციით, შიმშილობის გარდა, ისინი პროტესტის ნიშნად ლითონის სხვადასხვა საგნებს ყლაპავენ და მათ ქირურგიული ჩარევა სჭირდებათ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved