https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფინანსების ახლებური გადანაწილება რეგიონებისთვის და ექსპერტთა პოზიციები

10:10; 9.10.2018
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

მომავალი წლიდან საქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების წესს ცვლის და გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, თვითმმართველობებს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19%-ს დაუტოვებს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საბიუჯეტო კოდექსებში ინიცირებულ ცვლილებებში ვკითხულობთ. ამავე პრინციპითაა შედგენილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

მთავრობის განმარტებით, მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად დეცენტრალიზაციის სტრატეგია ჯერ არათუ დამტკიცებული, შემუშავებულიც არაა, მთავრობა ირწმუნება, რომ აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მუდმივად მზარდი იქნება მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ დამოუკიდებლობას.

„არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების დაფინანსება (საშემოსავლო გადასახადი და გათანაბრებითი ტრანსფერი) 2019 წელს იქნებოდა 900,6 მლნ ლარი (ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მუნიციპალიტეტების გარდა), რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 61,9 მლნ ლარით მეტია. დაფინანსების ახალი სისტემის მიხედვით, აღნიშნული მუნიციპალიტეტების დაფინანსება შეადგენს 946,6 მლნ ლარს, რაც 2018 წლის მოცულობაზე 107,9 მლნ ლარით მეტი, ხოლო ძველი სისტემით გაანგარიშებულ 2019 წლის მოცულობაზე 46,0 მლნ ლარით მეტია”, – ნათქვამია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსებში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში კი წერია, რომ “მოქმედი წესით, გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებისას ტრანსფერის მოცულობაზე მოქმედებდა მუნიციპალიტეტების სხვა საკუთარი შემოსავლები, რაც ერთგვარ დემოტივატორსაც წარმოადგენდა მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი შემოსავლების გენერირებაზე მუშაობის მიმართულებით. ახალი სისტემით მისაღები შემოსავალი აღარ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავლებს და დამატებით მოტივაციას ქმნის მუნიციპალიტეტებისათვის. გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულასთან შედარებით განაწილებული დღგ-ის პროგნოზირება თითოეული მუნიციპალიტეტისათვის უფრო მარტივია და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მიერ საშუალოვადიანი და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების გაუმჯობესებას.

 ვინაიდან მუნიციპალიტეტის დაფინანსების სისტემის შეცვლის შედეგად ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება მუნიციპალიტეტების შემოსავლები, გარდამავალ პერიოდში (2019-2023 წლები) მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან, მიმდინარე ხარჯები გაზარდონ მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის
პროცენტული მაჩვენებლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, წინა წელთან შედარებით, გაიზრდება მუნიციპალიტეტების ფუნქციები. 164-ე მუხლის მე-10 პუნქტით განისაზღვრება, რომ ამ მუხლით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებს, მათი ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი”, – ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათებში.

ბიუჯეტს პროექტის თანახმად, დაფინანსების ახალი წესით, დღგ-ს 19%-დან დედაქალაქის წილი 50,01%-ია, თვითმმართველ ქალაქებს, ჯამში, 11,19% ერგებათ, ხოლო დანარჩენ 38 მუნიციპალიტეტს კი _ 38,8%. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მიერ გაკეთებული განმარტებით ირკვევა, რომ გაანგარიშებისას მოსახლეობის რაოდენობას დაეყრდნენ.

როგორც ლანჩხუთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან, როლანდ ლაშხიასთან საუბრისას გავარკვიეთ, თუ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დღემდე არსებული გათანაბრებითი ტრანსფერიდან 6 238 600 ლარს იღებდა, დაფინანსების ახალი წესით 6 980 800 ლარი ერგება. ოზურგეთს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19%-დან 1,41) ერგება, რაც 13 313 800 ლარს შეადგენს, ხოლო ჩოხატაურს _0,32% და იგი 3 021800 ლარია.

ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ათეა-ს აღმსრულებელი დირექტორი დავით მელუა მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებას თვითმმართველობის დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ასე აფასებს: „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის განმარტებით ბარათში წერია ზღაპრები (960 მილიონი, 100 მილონზე მეტით ზრდა და ა.შ.). თავად 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში შავით თეთრზე წერია, რომ 2019 წელს მთავრობას დღგ დაგეგმილი აქვს 4 მილიარდ 36 მილიონის მოცულობით, რომლის 19% არის 767 მილიონ ლარი და არა 900 მილიონი, 2018 წელს გათანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა იყო 705 მილიონი, ანუ რეალური მატება არის სულ 62 მილიონი. 767 მილიონი ლარის ნახევარი მიდის თბილისზე და დანარჩენი თანხა _ მუნიციპალიტეტებზე. რატომ არის ასეთი პროცენტულობით გადანაწილებული ეს, ალბათ, მარტო ბატონმა კაკაურიძემ იცის პლანეტაზე. ეს პროცენტულობაც ყოველ წელიწადს შეიძლება შეიცვალოს ბიუჯეტის ახალ კანონთან ერთად, რაც, ასევე, ქარტიის აშკარა დარღვევაა. ამავდროულად, მიზნობრივი ტრანსფერი 11 770 000-ს (2018 წელი) ნაცვლად არის 11 მილიონ 800 ათასი, ანუ მხოლოდ 30 ათასი ლარია მატება. არადა, თვითმმართველობას ბევრი დელეგირებული უფლებამოსილება უნდა გადასცემოდა მომავალ წელს. სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი _“არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“.

საშემოსავლოსგან განსხვავებით დღგ რამდენად იოლად პროგნოზირებადი შემოსავალია, ეს კიდევ სხვა საკითხია“, _ ამბობს დავით მელუა.

თვითმმართველობის დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით  საკუთარ პოზიციას „გურია ნიუსთან“ საუბარში კიდევ ერთ ექსპერტი  თვითმმართველობის საკითხებში ამირან გიგინეიშვილიც აფიქსირებს.

„ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების დროს მისი შემოსულობების ნაწილი სხვადასხვა წყაროებიდან ფორმირდება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გადასახადები. ერთადერთი გადასახადი, რაც ფისკალური დეცენტრალიზაციით დღემდე იყო განსაზღვრული, ქონების გადასახადია. საერთოდ, თავისი არსით, გადასახადები ან ადგილობრივი ხასიათისა, ან ცენტრალიზებული. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი ადგილზეა ორიენტირებული, რადგან, დასაქმებული კონკრეტულ ადგილზე მუშაობს და იქ იხდის ამ გადასახადს. თუმცა, ეს გადასახადი საერთოდ არ აკუმულირდება ადგილობრივ ბიუჯეტში, გარდა იშვიათი გამონაკლისისა და ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის. დამატებითი ღირებულება არ იქმნება ერთ კონკრეტულ ადგილზე, რადგან, ის ბაზარზეა დამოკიდებული და შეიძლება სახვადასხვა ადგილზე ფორმირდეს ერთდროულად. მაგალითად, „კოკა–კოლა“ ყველგან იყიდება და შესაბამისად, მისი დღგ ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა შედიოდეს. ამ დროს, საშემოსავლო _ ადგილობრივი ხასიათის გადასახადი ცენტრალურ ბიუჯეტში მიედინება და ახალი რეგულაციით, დღგ–ს 19%-ს მკვეთრად ცენტრალიზებული გადასახადი, ადგილობრივი ბიუჯეტისკენ მიმართეს. გასაგებია, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება მშპ–ს 7% ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე მიმართოს, თუმცა, ამის გაკეთება ჯერ ერთი ასე არ გამოვა და არც გათანაბრების პრინციპების დარღვევითაა მისაღები“, _ ამბობს გიგინეიშვილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28 იანვარი, 2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28 იანვარი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27 იანვარი, 2026
ფინანსები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

14:24; 27 იანვარი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე” რეგისტრაცია გრძელდება

14:03; 27 იანვარი, 2026

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ესტუმრა ( R)

„სამ კანდიდატს აქვს შანსი“ _ მეორე ტურის ფაქტორი თუ გამარჯვება პირველივე ტურში?!

ყველა სიახლე

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28.01.2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28.01.2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28.01.2026
პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო