ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს გურჯაანში შეხვდა. პროგრამის პრიორიტეტების გარდა, დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, 28 ოქტომბრის მნიშვნელობასა და საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
დავით ბაქრაძის განცხადებით – „აღარავის აღარ უნდა ამ ჭაობში ცხოვრება, ყველას უნდა უძრაობიდან და ჭაობიდან ამოსვლა, ოღონდ უძრაობიდან და ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ აბსოლუტურად მშვიდობიანად, ყველგვარი შურისძიების, ყოველგვარი არეულობის, ყოველგვარი წარსულის დაბრუნების გარეშე. ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ უკან არ მივდივართ, ჩვენ წინ მივდივართ, წინ უნდა ვიაროთ და ჩვენი მომავალი უნდა ავაშენოთ და რაც უფრო მკაფიოდ ვიტყვით, რომ მომავალი თავისუფალია შურისძიებისგან მით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ცვლილებებს, რაც უფრო მკაფიოდ ვიტყვით, რომ მომავალი თავისუფლაია არეულობისგან და რევანშისგან მით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ცვლილებებს. ეს არ უნდა მთავრობას, მთავრობას უნდა კიდევ ერთხელ ხალხს არჩევანი გააკეთებინოს ცუდს და უარესს შორის. ერთ მხარეს არის ჭაობი და უძრაობა რომელშიც შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ და ამისი ალტერნატივა თურმე არის არეულობა და შურისძიება. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა რომელმაც უნდა თქვას – არა! ჭაობში არ ვიქნებით, მაგრამ აქედან ამოვალთ და ქვეყანას წინ წავიყვანთ, მშვიდად, მშვიდობიანად. არცერთი ადამიანი არ დაზარალდება, არცერთი ადამიანი არ დაზიანდება. ეს არის სწორედ ჩვენი ამოცანა ქვეყანას მოვუტანოთ მშვიდობიანი ცვლილებებს და საიმედო ხვალინდელ დღეს უნდა მისცეს ხმა ადამიანმა რომელიც მივა არჩევნებზე“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ. (R)