შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ ეს დიეტა შემოდგომით ან გაზაფხულზე დავიცვათ, ანუ მაშინ, როცა ხილისა და ბოსტნეულის დიდი არჩევანი გვაქვს.
ამ დიეტის დაცვა ხანგრძლივად შეგიძლიათ, რადგან მასში ყველა აუცილებელი ელემენტი და ვიტამინი შედის. ქვემოთ მოცემული პროდუქტების ნაკრები ერთ დღეზეა გათვლილი:
200-300 გრ მჭლე ხორცი (მოხარშული ან ჩაშუშული) ან თევზი;
1 კვერცხი;
2 ჭიქა უცხიმო რძე;
50 გრ შაქარი (7 სავსე ჩაის კოვზი);
50 გრ ნაკლებცხიმიანი ხაჭო;
100-150 გრ ჭვავის პური;
100 გრ კარტოფილი ან ცომეული;
50 გრ კარაქი;
ხილი და ბოსტნეული, რამდენიც გენებოთ.
გაანაწილეთ ეს პროდუქტები საკვების 4-5-ჯერად მიღებაზე, დაიცავით 3-4-საათიანი შუალედები (ანუ ამ შუალედებში ნურაფერს მიირთმევთ), სვით ბევრი წყალი (ოღონდ ჭამის წინ და არა შემდეგ) და სულ მალე სასურველ შედეგს მიიღებთ.