პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ.
„სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის”, _ აღნიშნა შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ.