გრიპის ვირუსით ფლორიდაში ბავშვი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას The Abcnews ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბავშვს ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.
მაუწყებლის ცნობით, მომხდარი პირველი პედიატრიული სიკვდილია 2018-19 წლების გრიპის სეზონზე.
ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 80 000 ადამიანი, მათ შორის 108 ბავშვი, გრიპის შედეგად გარდაიცვალა.