მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე სკანდალური აუდიო ჩანაწერების თემას გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, არაერთ გახმაურებულ საქმეზე, კანონდარღვევაზე, ძალადობის შედეგად მოპოვებულ ჩვენებებსა და მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს.
აკაკი ზოიძის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესი ბოლომდე მივიდეს და დადგინდეს როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე მოხდეს გამოძიება იმ ფაქტებისა, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი.
მისივე განცხადებით, აუცილებელია სუბელიანმა მტკიცებულებების სახით წარადგინოს ის “ტერბაიტები“, რომელიც მას კომპრომატის სახით აქვს შენახული.
მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ შს მინისტრს პარლამენტში არა მარტო ოპოზიცია, არამედ უმრავლესობაც იბარებს, რათა გიორგი გახარიამ არსებულ კითხვებს პასუხები გასცეს. აკაკი ზოიძე საკითხზე არც საპარლამენტო კომისიის შექმნას გამორიცხავს.