იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც სამადაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება სუბელიანისა და ფარცხალაძის მძევალია.
„თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მძევლად ჰყავდა აყვანილი მთელი საზოგადოება. დასრულდა თქვენი დრო. ვერ გიშველით სპექტაკლები. მიბრძანდით ან გაჩუმდით“, _ მიმართა სამადაშვილს ბესელიამ.
„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“, _საპასუხოდ განაცხადა სამადაშვილმა.
ამ განაცხადების შემდეგ ეკა ბესელიამ სამადაშვილს სხდომა დაატოვებინა.