კემბრიჯის ჰერცოგინია, სამეფო ოჯახის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ზრუნავს ვიზუალზე, შესაბამისად, ფიგურასაც მუდმივად აქცევს ყურადღებას. 36 წლის ქეითი უკვე სამი შვილის დედაა, თუმცა ორსულობის შემდეგ მალევე ახერხებს ჩვეულ ფორმაში ჩადგომას, რაშიც განსაკუთრებული დიეტა ეხმარება.
ჰერცოგინიამ არჩევანი ყველასთვის ცნობილ დუკანის დიეტაზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც ფრანგი ექსპერტის პიერ დუკანის სახელს ატარებს.
დიეტის მენიუს ძირითადი შემადგენლობა ცილებია, რის გამოც მას ხშირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ და ის თანამედროვე ქალბატონებში დიდი მოწონებით სარგებლობს.
დიეტა, რეკომენდირებულია მსუბუქ ვარჯიშებთან ერთად, ქეითი კი სპორტული აქტივობებით აქტიურად არის დაკავებული.
აღნიშნულ დიეტას სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც ხშირად მიმართავენ, მათ შორის არიან ჯენიფერ ლოპესი და ჟიზელ ბუნდჰენი.