რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და დღევადენლობაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, იმის მიხედვით, თუ როგორია ჩვენი მობილური ნომრის ნუმეროლოგიური ინდექსი შეგვიძლია განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა სახის საქმიანობაში გამოგვადგება იგი.
საიმისოდ, რომ ჩვენი მობილურის ციფრი გამოვთვალოთ უნდა დავშალოთ იგი ერთნიშნა ციფრებად. მაგ. თუ თქვენი ნომერია: 577 55 22 32 ასე მოვიქცეთ: 5+7+7+5+5+2+2+3+2=38 ახლა მიღებული ჯამიც დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე – 3+8=11; 1+1=2 გამოვიდა, რომ ამ კონკრეტული მობილურის ნომეროლოგიური ინდექსია – 2
ერთიანი – ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ხალხის ციფრია. წარმატება მოაქვს პოლიტიკურ სარბიელზე და იურიდიულ სფეროში.
ორიანი – საშუამავლო ან საკონსულტაციო სფეროში მომუშავე ხალხის რიცხვია. წარმატება მოაქვს ადვოკატებისთვის.
სამიანი – სახელოვნებო ასპარეზზე მოღვაწე ადამიანებს “სწყალობს”. იგი ასევე კარგად ერგება ჟურნალისტებსა და ლიტერატორებს.
ოთხიანი – მენეჯერების, ადმინისტრატორებისა და სხვა ორგანიზატორული ტიპის სამუშაოზე დაკავებული ხალხის ციფრია. იგი ასევე წარმატებას მოუტანს რედაქტორებსა და პროდიუსერებს.
ხუთიანი – ტურისტულ ბიზნესში მომუშავე ადამიანებს სწყალობს. იგი ასევე გამოადგება მარკეტინგისა და პიარის კუთხით მომუშავე ინდივიდებს.
ექვსიანი – სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და სოციოლოგებისთვის განკუთვნილი ნომერია. იგი ასევე კარგია მედიცინის სფეროს წარმომადგენლისთვის.
შვიდიანი – ლექტორების ან მასწავლებლების ნუმეროლოგიური ინდექსია. იგი ასევე ხელს უწყობს მათ ვისი საქმიანობაც კვლევით ან სამეცნიერო სფეროებს უკავშირდება.
რვიანი – ბიზნესმენების, ბანკირების ნომერია. ზოგადად იგი ხელს უწყობს მფლობელისკენ დიდი ფულის შემოდინებას.
ცხრიანი – მხატვრების, მუსიკოსების რიცხვია. იგი ხშირად უწყობს ხელს კარიერის კეთებაში მარტოსულ, ერთი შეხედვით “ასოციალურ” ადამიანებს.