წყალდიდობის შედეგად იორდანიაში 20 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც შემთხვევის დროს პიკნიკზე იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მაშველებმა 37 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და მასში ისრაელის ვერტმფრენი ჩაერთვება.