თბილისში, ნაძალადევის 49-ე საარჩევნო უბანზე კომისიამ დამკვირვებელს ორგანიზაცია „აპრიორიდან“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს საარჩევნო უბანი დაატოვებინა. ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს.
„ცესკოში შემოვიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დამკვირვებელი ორგანიზაცია აპრიორიდან და წარმომადგენელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში. აღნიშნული ფაქტი დაფიქსორდა ნაძალადევის 49-ე საარჩევნო უვბანზე. ორივე მსთგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი“,_აცხადებენ ცესკოში.