_ არ ვაპირებ ნაცისთვის ხმის მიცემას! _ წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი.
მისივე თქმით, ის ორი წელია რაც “რესპუბლიკური პარტიის” წევრი აღარ არის:
“2 წელია არ ვარ რესპი! არ ვაპირებ ნაცისთვის ხმის მიცემას! ის დღე არ გათენდება ნაცები მხსნელად, ან იმედად დავინახო! მგონი გასაგებია!”, _ აღნიშნავს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები გრიგოლ ვაშაძის შტაბში იმყოფებოდნენ.
პარტია მეორე ტურში ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა.