საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციას ეხმაურება.
როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება ყველა ბერკეტს იხმარს პროცესის შესაჩერებლად.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის შესახებ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები არიან.
„ჩვენ ყველა ბერკეტს ვიხმართ ამ პროცესის შესაჩერებლად, გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობისგან და გვჯერა, ამ უსამართლო პროცესს შევაჩერებთ“,_განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხალრთების ღობის აღსამასთად სამუშაოები დაიწყო.