თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ერთ-ერთმა მოქალაქემ მშენებლობიდან კვამლის ასვლის გამო მიმართა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ხანძრის შესახებ შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა და შემთხვევის ადგილას მისულ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფს ხანძარი არ დახვდათ.
„გურია ნიუსის“ გადამღები ჯგუფი შემთხვევით შეესწრო ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეხანძრე-მაშველების მისვლას და გადაღებულ კადრებს გთავაზობთ.