თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელის მომხმარებელი, ნინო სტურუა ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა სკოლის დირექტორს ისე უკბინა, რომ დირექტორს შრატი დაადეს და მშობელზე საქმეა აღძრული!!!
(თემა კი არის კატასტროფა, მაგრამ მაინც ძალიან მეცინება და მაინცდამაინც ნუ ჩამქოლავთ)
ამბავი კი ასე დაწყებულა:
მეოთხე კლასის მოსწავლის, საკმაოდ რთულად აღსაზრდელი ბავშვის მშობელი სკოლაში დაიბარეს.
მივიდა მამა და აგინა მასწავლებლებს.
საქმე-გაშველებაში დირექტორიც ჩაერთო, რომელსაც კი აღარ აგინა, უკვე გალახა და მოგერიების პროცესში ისე უკბინა, რომ ექიმი და პოლიცია ერთად გახდა საჭირო…
ხო, ნუ… ბავშვი მეოთხე კლასშია და რატომაა აგრესიულიო უკვირთ…“_ წერს სტურუა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზები.