კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ცნობისთვის, კალიფორნიაში ხანძარს რამდენიმე ადგილას ებრძვიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძარმა 8 800 სტრუქტურა გაანადგურა, საფრთხე კი Camp Fire-ს შედეგად 15 500 სტრუქტურას ემუქრება, Woolsey Fire-სგან 57 000.
როგორც ცნობილია, კალიფორნიაში ბოლო 1 თვის განმავლობაში ხანძრის 500 შემთხვევა დაფიქსირდა.