Developed By Web Features 2024 © All rights reserved
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნდება.
კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება.
28 ნოემბერი ოთხშაბათია, ის უქმე დღედ გამოცხადდება.
მეორე ტურის დღის განსაზღვრისას კანონი რამე რეგულაციას არ ითვალისწინებს და კვირის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაიმართოს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved