“არა ნაცებს, არა ბოროტებას” – თბილისის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერები გამოჩნდა. მასზე ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული.
“კურიერმა” გაარკვია, რომ ბანერის დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.
“რუსთავი2”-თან სატელეფონო საუბრის დროს მეგუთნიშვილი ამბობს, რომ ის წინა ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ფორმით მან საკუთარი პოზიციის გამოხატვა სცადა. თუმცა ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ პირები ვინც მაშინ მას თანხა გამოსძალეს ამ დრომდე ხელისუფლებაში რჩებიან.
ალექსანდრე მეგუთნიშვილის ინფორმაციით, “ქართულ ოცნებასთან” ბანერებთანდაკავშირებულ ყველა ტექნიკურ დეტალს მისგან დამოუკიდებლად
“ობიექტივის” დამფუძნებელი, მირიან ყარაულაშვილი აგვარებდა.
მეგუთნიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შემომწირველიც იყო. მაშინ მან მმართველ გუნდს 60 ათასი ლარი გადაურიცხა, ამჟამად კი ბანერებისთვის თითქმის 52 ათასი ლარი გაიღო.
„ჯერ კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, ვინც ჩემს დაჭერაში მიიღო მონაწილეობა. ის ვისთანაც ფული მივიტანე, დღეს ამ ხელისუფლებას კი უზის ბუნების დაცვაში და მეორე დღესაც სუს-ში მუშაობს.
ეს ვერ ვაპატიე ამათ. მე მოვითხოვე, რომ ბანერზე ეგენიც ყოფილიყვნენ გამოკრულები, მაგრამ მსხვილები დაბეჭდეს, ეგეც სასაყვედურო მაქვს. დიზაინი ჩემთან ერთად შეარჩიეს, მომეხმარნენ. ვინ დამეხმარა და ჩემი მეგობარია ერთ-ერთ პიროვნება, რომელიც მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, მირიან ყარაულაშვილი. ემ ჩემი ფეხით მივედი. 10 დღეზე მეტია დავდივარ თბილისში კონსულტაციებზე. მე ვთხოვე, ამ 50 ათასი ლარის ფარგლებში მინდა რომ შევწირო. მირიანი აგვარებდა ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილის კამპანია მე დავაფინანსე ბანერებით,“-აცხადებს “წინანდლის ღვინის ქარხნის” მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილი.