ცესკო გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს ხელი წინასწარ მოაწერეს არ ადასტურებს. თუმცა, როგორც ბრიფინგზე ანა მიქელაძემ განაცხადა, წინასწარ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი გარდაბნის მე-8 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი, გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და ეს ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის მე-8 საარჩევნო უბანზე.
კომისიის წევრებმა ოქმში წინასწარ მიუთითეს თავიანთი სახელები და გვარები და მოაწერეს ხელი. დაწერილი არის საჩივარი. საოლქო კომისიამ დროულად მოახდინა რეაგირება და ეს ოქმი ამოღებული არის გარდაბნის მე8 საარჩევნო უბნიდან“,_აცხადებენ ცესკოში.