თურქეთში, ჰათაის პროვინციაში მდებარე სასტუმროდან ადამიანების ევაკუაცია გახორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას THE VESTNIK KAVKAZA ავრცელებს.
ევაკუაციის მიზეზი სასტუმროში გაჩენილი ხანძარი გახდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მეხანძრე-მაშველები მივიდნენ, ცეცხლის ჩამქრობ სამუშაოებს ძლიერი ქარი ხელს უშლის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.