თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.
ცვლილებების მიხედვით, თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შედარებით მსუბუქდება. მაგალითად, აქამდე არსებული კანონით სპექტაკლის მსვლელობის დროს, მსახიობების მიერ თამბაქოს მოხმარება დასჯადი იყო, ახლა კი დასაშვები გახდება.
ასევე,თამბაქოს მოხმარება იკრძალებოდა სამედიცინო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ეზოებში, ცვლილების საბოლოოდ მიღების შემდეგ, კი ეს დასაშვები ხდება, რისთვისაც ამ დაწესებულებებმა სპეციალური ადგილები უნდა გამოყონ.
ასევე, შემცირდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის, რომელიც კანონის ახლანდელი ვერსიით, 500 ლარით ჯარიმდება, ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემდეგ კი 200 ლარით დაჯარიმდება.