საფრანგეთში სახელმწიფო გადატრიალების საშიშროების გამო წუხან. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Sabah ავრცელებს.
საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, დემონსტრანტები გეგმავენ თავდასხმას თანამდებობის პირებზე, მათ შორის ბიუროკრატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებზე.
გავრცელებული ცნობით, აქტივისტები მიიჩნევენ, რომ თუ კვირის ბოლომდე 10 ადამიანის მოკვლას მოახერხებენ, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის საფუძველი შეიქმნება და ასევე პრემიერ-მინისტრის შესაძლოა პრემიერ-მინიტრიც შეიცვალოს.
ცნობისთვის, საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტის“ აქტივისტების აქცია ბენზინის ფასის გაზრდის გამო ნოემბერში დაიწყო.
აქცია დემონსტრანტებისა და პოლიციელების შეტაკებებში გადაიზარადა. შეტაკებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.