სამწუხაროდ, დღეს ისეთი დროება დაგვიდგა, რომ ახალგაზრდა თაობა ახლო წარსულის ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებს ვეღარ ცნობს. ამის ნათელი დადასტურება თუნდაც ის ისტორიაა, რომელიც პაროდისტ ბესო ვერულაშვილს რამდენიმე წლის წინ შეემთხვა.
“ფილარმონიის დაცვის ბიჭებმა ვერ იცნეს და ამიტომ არ აუშვეს მაღლა საგანგებო საშვის გარეშე რამაზ ჩხიკვაძე და თემურ წიკლაური. დავიწვი სირცხვილით, ხედავ, რა დრო დადგა-მეთქი? გავბრაზდი, რამაზ ჩხიკვაძეს ვერ სცნობენ და გეგეს და როსტიკას ავტოგრაფების ჩასაწერად დასდევენ.
ვთხოვე დაცვას – ჩემთან ეროსი მანჯგალაძე და სერგო ზაქარიაძე მოვლენ და დაუბრკოლებლად ამოუშვით-მეთქი. “არ არის ბაზარიო”, შემპირდნენ, დავიმახსოვრებთო, თქვეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჩაიწერეს გვარ-სახელები, რომ არ დავიწყებოდათ ან ვინმეში არ შეშლოდათ.”