https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შატბერაშვილის „ბორჯომი”

9:12; 8.12.2018
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ.  დღევანდელ წერილში საუბარი ჩვენებურ “ოპოზიცია-პოზიციის” წარმომადგენლებზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიასაც გაგაცნობთ.

ლეიბორისტები – სოსო შატბერაშვილი და პაატა ჯიბლაძე ბატონ სააკაშვილთან სამკვდროდ-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულები. გაგიკვირდებათ და ამ სამეულს ერთხელ “სპეცჩამოსხმის ბორჯომი” ერთად დაუჭაშნიკებია. სოსო შატბერაშვილი ამ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა.

“როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ძალიან უყვარდა გამსვლელი სხდომების ქალაქგარეთ ჩატარება. იგი კომფორტის დიდი მოყვარულია. ხშირად გუდაურში, “მარკო პოლოში” აწყობდა სხდომებს.

ერთხელაც, მორიგი სხდომის შემდეგ, საღამოს ვახშამზე მე და პაატა ჯიბლაძემ დალევა გადავწყვიტეთ. არადა, სპირტიანი სასმელი აკრძალული იყო. ამიტომ არაყი „ბორჯომის“ ბოთლში ჩავასხით და ისე ვსვამდით. სააკაშვილი მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა. მიშა ხედავდა, რომ ჩვენ თანდათან კარგ ხასიათზე ვდგებოდით. უცებ, ჩემთან მოვიდა და მკითხა: „რას სვამთ, ბატონო სოსო?“ მეც ვუპასუხე – სპეცჩამოსხმის „ბორჯომს“-მეთქი.

სააკაშვილმა მისი გასინჯვა მოისურვა და ჩვენც დავუსხით. ორი ჭიქის შემდეგ მიშა კარგ ხასიათზე დადგა. საუბარი მედიცინაზე ჩამომიგდო. მაშინ მე ვკურირებდი ამ საკითხს, კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. დავიწყეთ კამათი. სააკაშვილი ნათელაშვილს გადასწვდა და მისი აზრები გააკრიტიკა. შალვას მედიცინის არაფერი გაეგება, მე კი სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის შვილიშვილი ვარო. ნათელაშვილს უთხარით, მედიცინაში ცხვირის ჩაყოფას ურჩევნია, დუშეთში ძროხები დაითვალოსო. ეს ისეთი ბავშვური გულუბრყვილობით თქვა, გაბრაზების ნაცვლად გამეცინა”.

ბატონ სოსოს კი გაეცინა, მაგრამ პარტიის ლიდერს ამბავი ალბათ მაინც მიუტანა. შალვას კი სააკაშვილი როგორ „უყვარს“ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ამერიკაშიც კი ჩავიდა და საქართველოს პრეზიდენტს თეთრი სახლის წინ გამართული მიტინგიდან, ქართულ-ინგლისურ დიალექტზე ერთი კარგი მოკითხვა შემოუთვალა.

ნათელაშვილის თემა გავაგრძელოთ და სიტყვა ლაშა ნაცვლიშვილს გადავცეთ.

“თავის დროზე საქართველოს პარლამენტში ერთი მაგარი კურიოზის მომსწრე გავხდი. ერთ-ერთ სხდომაზე კობა დავითაშვილს დაურეკეს, შვიდი კაცია შემოსაყვანი, საშვი დაუშვიო. ამ შვიდიდან ოთხის გვარი – იაშვილია. კობამ საშვთა ბიუროში დარეკა:

– დაუშვით საშვი ჩემთან შვიდ პიროვნებაზე. ესენი არიან ვალერი, მაყვალა, შალვა, ნათელა იაშვილი.

საშვთა ბიუროში რაღაც კარგად ვერ გაიგეს. კობამ გაუმეორა:

– შვიდი, შვიდი საშვი! შალვა, ნათელა იაშვილი.

ვატყობ, დარბაზში ჩოჩქოლია. უმრავლესობა მობილურს ეცა, დაცვამ რაცია ამოიღო. მგონი სპეცრაზმიც გამოიძახეს. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, სპეცსამსახურებს მიუღიათ ინფორმაცია, კობა დავითაშვილმა დარბაზიდან შვიდ შალვა ნათელაშვილზე დაუშვა საშვი და ყველა შესასვლელი კარი გადაკეტეთო!”

პარლამენტზე გამახსენდა. ერთი პერიოდი ქალბატონი ელენე თევდორაძის ფრთიანი გამონათქვამი თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

საქართველოს პარლამენტის სპიკერის რეპლიკაზე – ამ დარბაზში ბევრი ფსიკიკურ გამოკვლევას საჭიროებსო, თევდორაძემ აღშფოთებით უპასუხა, ჩვენ აქ ყველანი გამოკვლევებულები ვართო.

ბატონი დავით უსუფაშვილი იგონებდა.

“ანტიკორუფციული პროგრამა შედგენისთანავე მოსახლეობას გავაცანით, რომ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები წერილობით გამოეგზავნათ. მოსული ინფორმაცია მაშინვე კომპიუტერში შედიოდა და მას ცალკე მე ვეცნობოდი, ცალკე – ბატონი ლადო ჭანტურია. მოსახლეობამ დიდი დაინტერესება გამოამჟღავნა და ყოველდღიურად უამრავი წერილი მოგვდიოდა.

ერთ საღამოსაც ამობეჭდილი სახით ახალი მონაცემები შემომიტანეს და ვათვალიერებ, რა მისაღებია, რა – არა. უცებ, ერთ პასუხს მივაგენი. თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი ბატონი, რომელიც საკუთარ  მისამართსაც უთითებდა და ტელეფონსაც, თავის მოსაზრებას გვწერდა კორუფციის მამებზე და მისთვის არასასურველ პარლამენტარებზე:

“ვინაიდან არც მოფერება და არც მუქარა არ მოქმედებს, ერთადერთ სწორ გამოსავალს გთავაზობთ. მომეცით დაუსჯელობის გარანტია და ერთი პარლამენტარის ცოლს პირდაპირ – სილამაზის სალონში… მეორის ცოლს – საყვარელი სუპერმარკეტის წინ… მესამის ცოლს სახლში… მეოთხეს ცოლთან ერთად… მეხუთეს ცოლშვილიანად… გარანტიას გაძლევთ, ასეთი ანტიკორუფციული პროგრამის შემდეგ, უკანონობის ჩადენას ვეღარავინ გაბედავს”.

ქართველი პარლამენტარები მხიარული, უდარდელი და, ამავდროულად, მოცლილი ადამიანები არიან. ერთი პერიოდი ფეხბურთის გუნდიც კი ჩამოაყალიბეს, რომელშიც ვლადიმერ გუცაევის ადგილი არ მოიძებნა.

სამი წლის წინ გარდაცვლილი ალექსანდრე შალამბერიძე საკუთარ “სპორტულ კარიერას” თავის დროზე შემდეგნაირად იგონებდა:

“პარლამენტში ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს, რომელიც შიშის ზარს დასცემდა ყველას. გუნდის შექმნა კაკო ბობოხიძემ ითავა. ბურთის გორაობა მეც მიყვარდა, თავდასხმაში ვიყავი და მეკარეს – ირაკლი მინდელს, სისხლს ვუშრობდი. მოვიდა ბობოხიძე და მეუბნება:

– ზნაჩიტ, ტაკ, თავდასხმაში მე და შენ ვიქნებით.

– კარგი რა, კაკო, – შორს დავიჭირე, – თავდასხმაში მე ვიყო და ვოვა გუცაევი ტრიბუნაზე იჯდეს? მიდი, შეთავაზე, უარს არ გეტყვის.

– გუცაევმა თამაშისა რა იცის, – ხელი ჩაიქნია, – პირს დააღებდა, რო ენახა, გუშინწინ ცარიელ კარში სამი მეტრიდან როგორი ბურთი გავიტანე.

– გუცაევი 100 წლისაც რომ იყოს, ვერ აჯობებ, – ცივი წყალი გადავასხი.

– შენც ტრიბუნაზე იჯდები! – გაბრაზდა, – ორივეს თუ “კაკო-კაკო” არ გაძახებინოთ, კაცი არ ვიყო!”

ბატონ ზვიად ძიძიგურს ციხეში ჯდომა მოუწია. რა პირობებში უხდებოდა ცხოვრება ზვიად ძიძიგურს, მისი ამ მოგონებიდან გაიგებთ.

“ციხის შინაგანაწესის მიხედვით პატიმარს ძაღლი არ უნდა ჰყოლოდა, სამაგიეროდ კატა შეიძლებოდა. თურმე, ძაღლი კატაზე ჭკვიანი ყოფილა და შეგიძლია ისე გაწვრთნა, რაღაც დავალებების შესრულება მოახერხოს.

კოლონიაში პატარა ლეკვი მოგვიყვანეს ჩუმად. ჩარლი დავარქვი. ყველა იმას ეფერებოდა. დილით რომ ავდგებოდი, მაშინვე ფლოსტებს მომირბენინებდა ხოლმე. კოლონიის უფროსმა ძალიან გააპროტესტა ჩარლის გამოჩენა და მეუბნება:

– ხომ იცი, ძაღლი არ შეიძლება, გააგდე და კატა მოიყვანე, თუ ასე გიყვარს ცხოველები.

– შე კაი კაცო, – ვეუბნები, – ხელისუფლება მკვდარ სულებს ცოცხლებად აფორმებს, საარჩევნოდ სიებში სვამს და ერთი პატარა ძაღლი კატად რომ გააფორმო, არ შეგიძლია?

ხმა ვერ ამოიღო. ეს ჩვენი ჩარლი ოთხჯერ გადავარჩინე შეჭმას, რადგან ტუბერკულიოზიანებს სჯეროდათ, ძაღლის ხორცი საუკეთესო წამალიაო. ციხის უფროსობა დაგვცინოდა, ძაღლს მაინც შეგიჭამენ და გაუშვით, მაგის ცოდვაში ნუ ჩადგებითო.

ერთხელ, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უზარმაზარი შავი გერმანული ნაგაზი მოიყვანა და ეზოში დააბა. იმხელა ძაღლი ტელევიზორშიც არ მინახავს. თან ისეთი ავი იყო, ოცი მეტრის რადიუსში ფეხის შედგმას ვერ ვბედავდით.

ერთ დღესაც გავიხედოთ და სადღაა შენი ნაგაზი. მთელი ადმინისტრაცია უფროსებიანად ფეხზე დადგა, ეძებეს და ერთი კვირის შემდეგ მიაგნეს მარტო ტყავს. პატიმრებს შეუჭამიათ.”

დღევანდელი წერილი სევდიან მოტივზე რომ არ დავასრულოთ, ერთ ძველ მაგრამ დამაფიქრებელ ანეკდოტს შემოგთავაზებთ.

“შევარდნაძე და ჯორბენაძე სანადიროდ არიან. უცებ კურდღელი გამოხტა ბუჩქებიდან. შევარდნაძემ დაუმიზნა, ესროლა და ააცდინა. კურდღელი გაიქცა. “ბატონო პრეზიდენტო, – ეუბნება ჯორბენაძე, – ამ ხნის კაცი ვარ და პირველად ვნახე სასწაული, მოკლული კურდღელი გარბოდეს.”

ალბათ, დადგება დრო საქართველოში, როდესაც ქვეყნის სათავეში ისეთი ხალხი მოვა, რომ ამ სახის ანეკდოტებს აღარ მოიგონებენ. დღეს კი…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27 თებერვალი, 2026
ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024

დიდი ხელოვანი

„იმპროვიზებული კონცერტი“

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო