https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა უამბო პროკურატურას და ვის კვალს ხედავს ოპოზიცია პირადობის მოწმობების საქმეში

9:12; 14.12.2018
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივმა ლიდერებმა  პრესკონფერენცია გამართეს, რომლის  მთავარი სასაუბრო თემა გარდაცვლილი მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გახლდათ.

პრესკონფერენციის მთავარი მასპინძელი პროკურატურის მიერ  გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებულ გამოძიების საქმის მთავარი ფიგურანტი კახა ასკურავა იყო.

“თემაზე, რომელმაც ლამის ყველა ცენტრალური ტელევიზია მოიარა, თქვენთან არ მისაუბრია დღემდე და ამიტომ გადავწყვიტე, შეგხვედროდით. ვფიქრობ და იცით, თუ მე აქამდე რაიმე სიცრუე ან უკადრებელი  მიკადრებია. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ,  ჩემი პრინციპი იყოს სიმართლე და გულწრფელობა.

ორ  დეკემბერს, დილით, თბილისში აქციაზე წასვლას ვაპირებდით და „ლიბერთის“ ბანკომატიდან გარკვეული თანხა გამოვიტანე,  მარკეტში სიგარეტი შევიძინე და შემდეგ  ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ძველი სასტუმროს შენობის სარდაფში შევედი, სადაც მიწაზე დაგდებული რაღაც ნივთი შევნიშნე. ვნახე, რომ პირადობის მოწმობები იყო და ჩემთან ერთად მყოფ პირებს, ანდრო ნიკოლაიშვილს და გივი ცინცაძეს დავუძახე. სამივე დავბრუნდით იმ ადგილზე და ნათლად დავრწმუნდით, რომ რამდენიმე პირადობის მოწმობა იყო, თან ეტყობოდა ახალდაყრილი იყო,  რამეთუ სინესტისგან შელახული არ ჩანდა.

რადგან დრო ცოტა გვქონდა, მყისვე შევედით ოფისში, დავასურათეთ ეს პირადობები, ავტვირთეთ ფეისბუქზე და პირდაპირ თბილისკენ გავუყევით გზას. ზუსტად ეს მოვუყევი პროკურატურას, მაგრამ რატომღაც დღემდე არავინ დაინტერესებულა ანდროსთვის და გივისთვის რაიმე ეკითხა. სამაგიეროდ, საქმე სულ სხვა მიმართულებით წაიყვანეს და არნახულ სიბინძურეში გახვიეს სულ სხვა ადამიანები. 

იმ მომენტში ჩვენ არ ვიცოდით,  ეს პირადობები  თუ გარდაცვლილ ადამიანებს ეკუთვნოდათ. ეს შემდეგ, დღის ბოლოს რომ შევისწავლეთ, მაშინ გავიგეთ და  ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ეს  რომ მცოდნოდა, ამ პირადობებს სოციალურ ქსელში არ ავტვირთავდი, თუმცა, ამ საქმეს მსვლელობას  მაინც მივცემდი. უბრალოდ, ვალდებულიც ვიყავი, როგორც ქვეყნის კეთილსინდისიერი მოქალაქე. მესმის, რომ ოჯახის წევრებისთვის გარკვეული უხერხულობის მომენტი შექმნა გარდაცვლილი ადამიანების ხსენებამ ასეთ კონტექსტში, მაგრამ რა უნდოდა ამ ადამიანების პირადობებს სანაგვეზე? ამაზე რატომ არავინ გაამახვილა ყურადღება? მე მამაჩემის პირადობა ვიცი, სადაც არის _ სახლში მაქვს შენახული და ხვალ რომ ის სანაგვეზე ვიხილო, ბუნებრივია, აღვშფოთდები და კატეგორიულად მოვითხოვ საქმის გამოძიებას. რა თქმა უნდა, ახლაც მოვითხოვ, რომ ეს საქმე ბოლომდე გამოიძიონ და ამით, უპირველესად, თავად ვარ დაინტერესებული“, _  დასძინა ასკურავამ.

 ამის შემდეგ უკვე საკმაოდ სკანდალურად განვითარებულ მოვლენებზე გაგრძელდა საუბარი, რომელიც საზოგადოების ნაწილში  საკმაო  ეჭვს იწვევს. ასკურავასთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საქმეში გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის,  ქეთევან ნაკაშიძის გარევა.

„ბევრი რამ გამკვირვებია ამ ქვეყანაზე, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რომ ქალბატონი ქეთევანი ლამის მთავარ ბრალდებულად დასახელდა. გულწრფელად ვიტყვი, ბევრი ვინერვიულე კიდეც, ამ პატივსაცემ ქალბატონს  რამე არ მოსვლოდა. თავად გაზეთის რედაქციის შენობაში არც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი, თავად ქალბატონი ქეთევანი, თუ არ ვცდები, ზაფხულში ქუჩაში შემხვდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ და ეგ იყო. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია _ „ცანცუა“, რომელიც ერთი წელია ლანჩხუთში არ გამოჩენილა, ვიღაცას ისევ დასჭირდა, მაშინ, როცა ამ ხელისუფლებამ ჯერ პროკურატურაში შეიტანა საქმე მის წინააღმდეგ და ესეც რომ არა, ნუგზარ ცინცაძეს ისედაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის სისხლის სამართლის, მაგრამ დასაჯა ვინმემ? თუნდაც თავის დროზე ჩვენი ოფისის რკინის კარის შედუღება გავიხსენოთ, სადაც მან სხვისი ქონება დააზიანა, მაგრამ მისი ქების გარდა, არაფერი გაგვიგია.

 ჰოდა, ფაქტია, რომ ყველაფერზე წამსვლელია ეს ადამიანი და კიდევ ერთი „დავალება“ მან პირნათლად შეასრულა კიდეც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს თემა იმ ადამიანებმა მოამზადეს, ვინაც გურიას რეალურად მართავენ“, _  ამბობს ლანჩხუთელ ნაციონალთა ლიდერი.

ცნობისთვის, პროკურატურამ  გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე შვიდ დეკემბერს  გამოკითხვა გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურა ქეთევან ნაკაშიძეს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ტელეიმედის ეთერში ინფორმაცია გაჟღერდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთ ვერსიად გაჟღერდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერს, კახა ასკურავასა და ქეთევან ნაკაშიძეს  შორის გარიგება შედგა და რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ასკურავას მის ხელთ არსებული  გარდაცვლილ პირთა  პირადობის მოწმობები გადასცა.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ლანჩხუთელი წევრი ლელა ჩახვაძე კი პირადობების საქმეში სუს-ის ხელს ხედავს.

 „ფაქტია, რომ, ზოგადად, პირადობების საქმემ ხელისუფლება ისე გააღიზიანა, ლამისაა ეჭვიც არ შეგვეპაროს, რომ ხმების რაღაც მანიპულირება მართლაც მოხდა.  ასკურავაზეც ამიტომ წამოვიდა ასეთი აგრესია. რამდენიმე დღე ქუთაისში გახლდით და არც კი ვიცოდი, აქ რა ხდებოდა. ეჭვი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც „იმედის“ სიუჟეტამდე ორი დღით ადრე, როცა საკრებულოს თავმჯდომარესთან ვიმყოფებოდი, იქ მოვიდა პიროვნება, რომელმაც თქვა: ნახეთ ასკურავას რა ელის, თაროზე დევს ერთი ძველი საქმე, რისთვისაც დაიჭერენო. ფაქტია, რომ, რაც მოხდა, ეს სუს-ის ხელწერას წააგავს, ოღონდ არა ადგილობრივ დონეზე მოფიქრებულს“,_ ასკვნის ჩახვაძე.

როგორც ოპოზიციის კიდევ ერთმა წევრმა გივი ცინცაძემ აღნიშნა, ნანახი პირადობების მიმართ გარკვეული ეჭვები მას შემდეგ  გაუჩნდა,  რაც შეისწავლა რამდენიმე ფოტო, სადაც ჩანს, რომ ერთი და იმავე პერიოდში გაცემულ მოწმობებს პასუხისმგებელი გამცემი პირის სხვადასხვა ხელწერა ამშვენებს _ „ერთ მოწმობაზე ფიქსირდება ქუჩის ნომერი, რომელიც რეალურად არ არსებობს, ხოლო ერთი ქალბატონის პირადობაში  ქალიშვილობის გვარი წერია, როცა ოჯახის ახლობლები ირწმუნებიან, რომ იგი მეუღლის გვარზე იყო და პირადობაც ამ გვარზე ჰქონდა“.

მოკლედ, ოპოზიცია პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ შეეცადა დამტკიცებას, რომ საარჩევნო პროცესზე მანიპულაციის შემთხვევები არსებობს და თან არაერთი. საბოლოოდ კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა უნდოდა ამ დოკუმენტებს სანაგვეზე, ან თუნდაც მიტოვებულ ოთახებში, სადაც ადრე მმაჩის ბიურო ფუნქციონირებდა, ან რატომ არ იყო დაიარლიყებული ეს მოწმობები და რაც ყველაზე მთავარია, ჰქონდა თუ არა ადგილი არჩევნებში გარდაცვლილთა პირადობის მოწმობების გამოყენებას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„ძალზედ ბევრი მაქვს სათქმელი“ – გივი თარგამაძე

13:17; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ვხედავთ მცდელობას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნას წარმოჩენილი _ პაპუაშვილი

10:10; 4 თებერვალი, 2026

„ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ“_ ოპოზიცია აქციის ჩასატარებლად ემზადება

დაპირისპირება ჩოხატაურის სტადიონზე _ გაბრაზებული გულშემატკივრების შეჩერება პოლიციას გაუჭირდა (ვიდეო)

ყველა სიახლე

სამართალი

ავარია მსხვერპლით დასრულდა

15:12; 5.02.2026
სამართალი

პროკურატურა: „რატის ბარში” მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

15:02; 5.02.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:50; 5.02.2026
საზოგადოება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა

14:28; 5.02.2026
საზოგადოება

დედამიწა კოსმოსური შტორმის მოლოდინშია: მზეზე 2026 წლის ყველაზე მძლავრი აფეთქება მოხდა – რას უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში

13:23; 5.02.2026
პოლიტიკა

„ძალზედ ბევრი მაქვს სათქმელი“ – გივი თარგამაძე

13:17; 5.02.2026
მთავარი

„სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

13:09; 5.02.2026
სამართალი

რა ხდებოდა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე – პროკურორი დახურული სხდომის დეტალებზე

12:46; 5.02.2026
სამართალი

“40 წლის კაცმა 14 წლის გოგო გაიტაცა, ქორწინებას გეგმავდა” – რა დეტალები ხდება ცნობილი

12:41; 5.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რაიონული სასამართლო ისევ ორი მოსამართლის იმედზეა

12:15; 5.02.2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5.02.2026
საზოგადოება

მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება _ გზების დეპარტამენტი

11:32; 5.02.2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5.02.2026
სამართალი

ცივი იარაღით კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

11:10; 5.02.2026
ზაფრანი

ქალის ტიპები და ასტროლოგია

10:20; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო