ლანჩხუთში, ცენტრალური ავტომაგისტრალის სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე დღეს, ნაშუადღევს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი ქუთაისშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლეს, რომელიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთისას დისტრიბუციის მანქანა დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედიკოსები ამბობენ, ავარიის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო აუცილებელი გახდა რეანემობილით მოზარდის ქუთაისში გადაიყვანა.