რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერაქტი აღკვეთეს, _ აღნიშნულის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იუწყება. მათივე ცნობით, უწყების თანამშრომლებმა სტავროპოლში დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთეს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე წევრი, რომლებმაც სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულან.
სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის ორგანიზების მუხლით არის აღძრული.