ბათუმში მეხანძრე-მაშველებმა 54 წლის მამაკაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე მდინარეში შეშის გამოსატანად მანქანით შევიდა. თუმცა, წყლის ნაკადის მომატების გამო, გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ამ დროისთვის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან გამოიყვანეს ავტომანქანაც.