პარიზში, სამართალდამცავებმა ,,ყვითელჟილეტიანების“ ერთ-ერთი ლიდერი ერიკ დრუტი, არასანქცირებული აქციის გამართვის მცდელობისთვის დააკევეს, აღნიშნულ ინფორმაციას ,,ABS NEWS” ავრცელებს
დრუტის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ,,ტრიუმფალური თაღის“ მიმდებარედ დააკავეს, როდესაც ის სხვა აქტივისტებს სპონტანურად შეუერთდა. მისი განცხადებით, დრუტთან ერთად სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრა.
აღნიშნულ დაკავებას, ემანუელ მაკრონის კრიტიკოსი ჟან-ლუკ მელენჩონი გამოეხმაურა, მისი თქმით, პოლიცია პოლიტიზირებულია და ,,ყვითელ ჟილეტიანების“ მოძრაობის ლიდერების დევნა მიმდინარეობს.
“კვლავ ერიკ დრუტი დააკავეს, რატომ? ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა, პოლიტიზირებულია პოლიცია და ,,ყვითელ ჟლეტიანების“ მოძრაობის ლიდერების დევნა მიმდინარეობს”, _ განაცხადა მელენჩონიმ.
საფრანგეთში ,,ყვითელჟილეტიანების“ აქცია 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს, აქციების დროს სამართალდამცავებთან მომხდარი შეტაკებისას 10 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყანაში საწვავის ფასის მატებას აპროტესებენ. დღეს, უკვე მათი მთავრი მოთხოვნა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომაა.