მართლმადიდებელი სამყარო დღეს იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა.
ღვთისმსახურების შემდეგ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს. ტრადიციულად, მასში პატრიარქმა რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.

































































