ოქროს გლობუსის გამარჯვებულები დასახელდნენ.
ჯილდო საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში ფილმმა “Bohemian Rhapsody”-მ მოიპოვა, ხოლო ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელ რემი მალეკს ოქროს გლობუსი კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დრამაში გადაეცა.
ამავე ნომინაციაში, როგორც როლის საუკეთესო შემსრულებელი მსახიობი ქალი დააჯილდოვეს ეგლენ ქლოუზი ( The Wife).
ნომინაციაში საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი ჯილდო Green Book -ს გადაეცა. კომედიასა ან მიუზიკლში ქალისა და კაცის როლების საუკეთესო შესრულებისთვის გამარჯვებულები ოლივია კოლმენი (The Favourite) და კრისტიან ბეილი (Vice) არიან.
საუკეთესო ანიმაცია გახდა Spider-Man: Into the Spider-Verse , საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმია Roma, ასევე მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორად სწორედ Roma-ს რეჟისორი ალფონსო კუარონი დასახელდა.
ხოლო ქალისა და კაცის მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში გამარჯვებულები რეჯინა კინგი (If Beale Street Could Talk) და მაჰერშალა ალი (Green Book) არიან.
საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა: Green Book-ი, საუკეთესო სატელევიზიო სერიალ – დრამად დასახელდა The Americans, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი და კაცი დრამატულ სერიალში სანდრა ო (Killing Eve) და რიჩარდ მადენი (Bodyguard) არიან.
ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური მუსიკა გამარჯვებულია First Man, ხოლო საუკეთესო ორიგინალურ სიმღერად Shallow დასახელდა.
“ოქროს გლობუსის“ მფლობელები ასევე გახდნენ:
საუკეთესო მსახიობი კაცი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – მაიკლ დუგლასი, The Kominsky Method,
კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში ბენ უიშოუ, A Very English Scandal,
საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში პატრიცია არკეტი, Escape at Dannemora,
ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში –პატრიცია კლარკსონი, Sharp Objects, ხოლო საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში დარენ კრისი, The Assassination of Gianni Versace: American Crime Story,
საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – რეიჩელ ბროსნაჰანი, The Marvelous Mrs. Maisel
საუკეთესო კომედიური სერიალი The Kominsky Method
საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი The Assassination of Gianni Versace: American Crime Story.






































































