
თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის ბრალდებით 100 ჯარისკაცის დაპატიმრების ბრძანება გაიცა, _ აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ცნობისთვის, ფეთჰულაჰ გიულენს 2016 წლის ივლისში, სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
2016 წელს განვითარებულ მოვლენებს თურქეთში 250 ადამიანი ემსხვერპლა.
ფეთულა გიულენთან კავშირის და სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მიღების ბრალდებით 77 000 ადამიანია დაპატიმრებული, 150 000-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე, სამხედრო პერსონალი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.






































































