მსოფლიოს უხუცესი კაცი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას FOX NEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 113 წლის მასაძო ნონაკა საკუთარ სახლში, იაპონიაში გარდაიცვალა.
ის მსოფლიოს უხუცეს კაცად გასული წლის აპრილში დაასახელეს. მისი დაბადების თარიღი 1905 წლის 25 ივლისია.
მისი შვილიშვილის თქმით, გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა.
იაპონიის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 100 წლამდე ასაკის 69 785 მოქალაქეა, რომელთა უმეტესობა ქალები არიან.
როგორც ცნობილია, ქალებს შორის ყველაზე უხუცესი იაპონიის მოქალაქე, 116 წლის კეინ ტანაკაა.