სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების, კლიმატური ცვლილებების, დემოგრაფიული გარდამავლობისა და გლობალიზაციის ახალი ტალღის ფონზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალური კომისია სამუშაო ადგილის გაჯანსაღებისთვის ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვს. ამის შესახებ საუბარი მათ მიერ წარმოდგენილ ახალ ანგარიშშია.
გლობალური კომისიის განცხადებით, ჯანმრთელობას კეთილსინდისიერი საქმე და ღირსეული სამუშაო პირობები განსაზღვარს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევით, ჯანსაღ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ყოველ წლიურად 1.2 მილიონი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეუძლია.
სამუშაო გარემოს გასაჯანსაღებლად კი სამუშაო საათებზე ლიმიტი უნდა დაწესდეს, ანაზღაურება კი საარსებო მინიმუმის ადეკვატური უნდა იყოს.