ძლიერი სიცხის შედეგად ავსტრალიაში 90-ზე მეტი ცხენი დაიხოცა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რეინჯერებმა დახოცილი ცხოველები გასულ კვირას აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, ავსტრალიაში ხუთშაბათს 46.2 გრადუსი დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 ცხენი დეჰიდრატაციასა და შიმშილს ემსხვერპლა.
ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ავსტრალიის ამინდის ბიუროს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსით მაღალია, ვიდრე ის იანვარს ახასიათებს.