https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„როცა მოვკვდები, სურათის ნაცვლად, ქვაზე ონკანი დამიხატეთ“ _ რა პრობლემები აქვთ ლიხაურში

11:01; 24.01.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში დიდი ხანია, სასმელი წყლის პრობლემა დგას. სოფელში, ათასამდე კომლი ფიქსირდება და მესამედს საკუთარ  ეზოში ჭა აქვს,  მდინარე აჭის სათავესთან არსებული ნაგებობა კი სოფელს, ე.წ. „ტექნიკურ წყლით“ ამარაგებს. ლიხაურელთა სრული უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  21-ე საუკუნეში ასეთი მომსახურება დიდი სოფლისთვის მხოლოდ მწყურვალისთვის  სასწრაფოდ წყლის მიწოდებას ნიშნავს, რომ ადამიანი  უცებ არ დაიხრჩვეს ან ელემენტარული ჰიგიენური პირობები მოიწესრიგოს და მეტს არაფერს.

„დიდი ხანია, უწყლობაზე ვსაუბრობთ, ძველისძველი წყალგაყვანილობის მილები წარამარა სკდება და ყოველ კვირაში ხან სად მოჩუხჩუხებს წყალი, ხან _ სად. გზისპირა არხები ისეა ამოვსებული და დანაგვიანებული, გენერალურად თუ არ გაიწმინდა, ამას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ იზამს. არის აღმართები და უბნები, სადაც მისვლა  შეუძლებელია და ისეა ნიაღვრისგან ჩარეცხილი, სასწრაფო შეკეთება აუცილებელია.  ასევე,  ხალხი ითხოვს ქუჩებში გარე განათებას, ნაწილობრივ მაინც“, _ ამბობენ ლიხაურელები.

როცა „გურია ნიუსი“ ლიხაურში ჩავიდა, ცენტრალურ გზაზე შპს „სატისის“ წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან, ვანო ვაშაყმაძესთან ერთად დაგვხვდნენ და დაზიანებული წყალსადენი მილის შეკეთებაზე  სპეციალური ტექნიკით  მუშაობდნენ.

_ თუჯის მილი სიძველისგან გასკდა. ასე ხშირად ხდება და რა ვქნათ? ოცდაათი დაზიანება დავთვალეთ და რიგრიგობით ვაკეთებთ.  თქვენ ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია? _ სანამ ახალი სათავე ნაგებობა არ გაკეთდება მდინარე აჭის სათავესთან, მანამდე იქნება პრობლემა და მოსახლეობას ექნება ეს წყალი, რომელიც ტექნიკურად არის მიჩნეული. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ვაკეთებთ. ახლა  დაგვრჩა შვიდი დაზიანებული ადგილი და ისიც შეკეთდება, _ გვითხრა ვაშაყმაძემ.

ლიხაურელები მანანა ცეცხლაძე და სიმონ ირემაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ,  რომ უწყლობის და უგზოობის გამო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ირემაძეების უბანი.

_ სოფელი დიდია, რელიეფიც მეტ-ნაკლებად ვაკე ან დამრეცი. ამიტომ პრობლემაც მეტ-ნაკლები სიმძიმით არის გამოხატული. ჩვენს უბანში აღმართიანი გზა მთლიანად ნიაღვრისგან არის ორმოებად ქცეული და მალე „ურალი“ ვერ გაივლის. წყალს რაც შეეხება, 11 ოჯახი ვცხოვრობთ აქ და განსაკუთრებით, ზაფხულში იწყება ჩვენი წამება, როცა მდინარე აჭი ძალიან იკლებს. ამ დროს ის ტექნიკური წყალიც არ გვაქვს, რომელიც ღელიდან პირდაპირ მილებში მიედინება. გავდივართ ტყიან ნაწილში, მაღლობებზე. ვთხრით ორმოებს, სადაც წყალი გამოედინება და ასე ვახერხებთ მილებით  სახლამდე დროებით მივიყვანოთ. ხან წყლის ტუმბოებითაც ვქაჩავთ. ეს საქმეა? ვხუმრობ, რომ მოვკვდები,  მართლა ონკანი დამიხატონ საფლავის ქვაზე, სურათის ნაცვლად, _ გვეუბნება მანანა ცეცხლაძე.

_ უმჯობესია,  ვინმე ინვესტორი მოვიდეს, თუ მთავრობა ვერ ახერხებს სათავე ნაგებობის განახლებას. გვირჩევნია, ფული გადავიხადოთ, დაგვიდგან მრიცხველები. რას გადაგვახდევინებენ ამდენს, რასაც ჩვენ ყოველ წელს დაზიანებული მილების აღსადგენად ვხარჯავთ. ხან კიდევ ტყეში ვთხრით ორმოებს, რომ სადმე წყალი აღმოვაჩინოთ და მერე იქედან ვზიდოთ, ასე ვართ აქ,  _ გვითხრა სიმონ ირემაძემ.

ლიხაურელები ცენტრალური და შიდა გზების გასწვრივ მთლიანად ამოვსებული არხების შესახებაც საუბრობენ. მათი თქმით, არხებიდან მცირე წვიმის დროსაც კი ნიაღვარი გზებზე მოედინება და ფეხით გავლა შეუძლებელია.

მერის წარმომადგენელი სოფელში ვანო ვაშაყმაძე განმარტავს,  აღმართების მოსაწესრიგებლად მზადება დაწყებულია. მოტანილია სპეციალური მავთულბადეები.

_ აღმართებს რაც შეეხება, ჯერ სასაფლაოს აღმართის მოწესრიგებაა აუცილებელი. მავთულბადეები უკვე გადმოგვცა მუნიციპალიტეტმა. სადაც ყველაზე მეტად ზიანდება და ასვლა შეზღუდულია, ჯერ იქ გავაკეთებთ. ველოდებით ბეტონს. ეს უნდა გაკეთდეს მოსახლეობის თანამონაწილეობით. შესაძლოა, ეს სოფლის მხარდამჭერ პროექტშიც მოხვდეს. 13 მაისს დაგეგმილია სოფლის კრება და იქ კონკრეტულად იტყვიან, უმრავლესობა რას გადაწყვეტს. რაც შეეხება არხებს, ნაწილობრივ, მოსახლეობა ახერხებს გაწმენდას. შესაძლოა, სოფლის მხარდამჭერ პროექტში არხების გაწმენდაც დაიგეგმოს. ისე, ნახეთ, სანაგვე ურნა დგას და ირგვლივ რამდენი ნაგავი ყრია, _ გვითხრა ვაშაყმაძემ.

„გურია ნიუსმა“ მართლაც დაფიქსირა კადრები, სადაც ნაგვის ურნის გასწვრივ მდებარე არხი ავსებულია სხვადასხვა ნარჩენით.

ლიხაურელთა აზრით, არხები, რომლებიც კომუნისტების მმართველობის შემდეგ არ გაწმენდილა, საჭიროა, ერთხელ საფუძვლიანად გაიწმინდოს. შემდეგ კი თითოეულმა ოჯახმა იზრუნოს მის წესრიგში ყოფნაზე.

სოფლის მკვიდრი ნინო ვასაძე ამბობს, რომ სანიაღვრე არხების გაწმენდაზე მოსახლეობაც უნდა ზრუნავდეს.

_ ეს არის ჩემი პრობლემაც. მამაჩემმა ერთხელ ტრაქტორით ამოწმინდა საკუთარი ინიციატივით. ოჯახებმაც თუ არ იზრუნეს საკუთარ ეზოსთან  არხის გაწმენდაზე, მთავრობა მოვა და გაასუფთავებს? სხვის იმედად არ უნდა იყოს ადამიანი, როცა  თავისი გასაკეთებელია საქმე. ისე, კარგია თუ ერთხელ კაპიტალურად გაიწმინდება და მერე გარკვეულ მონაკვეთებზე, საცხოვრებელი სახლების მიხედვით, თითოეული ოჯახი აიღებს პასუხისმგებლობას, ეს იქნება სწორი მიდგომა, _ ამბობს ის.

ვანო ვაშაყმაძემ „გურია ნიუსთან“ გარე განათების  საკითხზეც ისაუბრა.

_ ცენტრალურ გზაზე არის განათება. რაც შეეხება შიდა გზებს, ლიხაური ძალიან დიდი სოფელია და ამ ეტაპზე  უფრო პრიორიტეტული საქმეებია საკეთებელი. კონკრეტულად, თუნდაც წყლის, გზის, სანიაღვრე არების პრობლემები. რა თქმა უნდა, გარე განათებაც აუცილებელია და ერთბაშად არ მოგვარდება. ეტაპობრივად კი, დარწმუნებული ვარ, ესეც გაკეთდება, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა.

ლიხაურელთა პრობლემის თემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ იმ  შემთხვევაში, თუ სამინისტრო ობიექტს მუნიციპალიტეტს გადასცემს, დაიგეგმება მისი რეაბილიტაცია.

„აჭის სათავე ნაგებობა მუნიციპალიტეტის ბაზაზე არ ირიცხება. მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა. იმ  შემთხვევაში, თუ სამინისტრო ობიექტს მუნიციპალიტეტს გადმოსცემს, დაიგეგმება მისი რეაბილიტაცია. ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში რთულ საგზაო მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოსაწყობად მუნიციპალიტეტის მერიამ 500მ სიგრძის მავთულბადე და სხვა  საჭირო მასალა შეიძინა. მათ შორის იგეგმება დობორჯგინიძეების აღმართის რეაბილიტაცია. ხოლო დანარჩენი  საგზაო მონაკვეთები ეტაპობრივად მოწესრიგდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს სანიაღვრე არხების წმენდა-დასუფთავებას. იმ შემთხვევაში თუ  ეს იქნება ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტი, მათ ეს საკითხი უნდა დასვან სოფლის კრება-კონსულტაციაზე, რომელიც ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება 13 თებერვალს, 11 საათზე.“

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

„კაპიშონი ახურავს და სამედიცინო ნიღაბი უკეთია“_თბილისში რესტორანი გაქურდეს

“სააკაშვილმა, „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, მორალური უპირატესობა მოიპოვა“_ გუბაზ სანიკიძე

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო