ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან ორი სკამი და ერთი მაგიდა აიღეს _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსმა“ ამ კვირის დასაწყისში გაავრცელა.
ხუთშაბათს ფანჩატურში ერთი სკამი გამოჩნდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სკამი ე.წ. ჭადრების ბაღიდან მოიტანეს ბავშვებმა. ამ ეტაპზე მარტო ერთი სკამია მოტანილი.
სკამები და მაგიდა ადგილობრივებმა აიღეს.
“მოსვენება არ გვქონდა, დავისვენეთ, რაც ეს სკამები და მაგიდა ავიღეთ. დროებით შევინახეთ და გაზაფხულზე დავდგამთ. ის, რაც ხდებოდა ფაჩანტურში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დაღამებამდე თამაშობდნენ ჩვენთვის უცნობი ბავშვები კარტს, იყო ყვირილი, ხმაური. ამასწინათ მაგიდას ცეცხლიც კი გაუკიდეს, რატომ და რისთვის, ვერ გავიგეთ. დილიდან საღამომდე აქ იყვნენ. სანაგვედ აქციეს ყველაფერი, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ და დარწმუნდეთ ჩვენს ნათქვამში“, _ გვითხრეს ადგილობრივებმა ადგილობრივებმა.