რამდენიმეწლიანი მოთხოვნის შემდეგ, როგორც იქნა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დუმბაძის ქუჩაზე (გურია ნიუსის რედაქციის გვერდით) არსებული ავარიული შენობა, დაინგრევა. შეთანხმება მუნიციპალიტეტსა და კერძო მესაკუთრეებს შორის, რომლებსაც შენობის პირველი სართული ეკუთვნოდათ, მიღწეულია.
ნაგვის ბუდედ ქცეული, ნახევრად დაშლილ შენობას უახლოეს მომავალში დაანგრევენ და მის ნაცვლად, კერძო მესაკუთრეები თანამედროვე ტიპის შენობას ააშენებენ. რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, თავისუფალ ადგილზე მუნიციპალიტეტი მცირე სკვერს გააკეთებს.
მისივე თქმით, ეს პროექტი აპრილის ბოლომდე უნდა გახორციელდეს.