https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„საქართველო ერთპარტიული მმართველობისგან უნდა გათავისუფლდეს“_ ვახტანგ მაისაია

13:03; 20.03.2019
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 „ლევან მურუსიძეები და ჩინჩალაძეები არიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტები და კუბლაშვილების მარიონეტები იყვნენ. ამ ადამიანებს არც განათლება აქვთ, არც კვალიფიკაცია და არც პოლიტიკური გონიერება. დამოუკიდებლობის ხარისხით კი ნულზე ქვემოთ იმყოფებიან“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაკანონება, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კრახს გამოიწვევს.

_ ბატონო ვახტანგ, სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნება“  ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურებს შეეხება, სრულ მხარდაჭერას უცხადებს. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებას ემსახურება?  

_ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაკანონება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კრახს გამოიწვევს. სასამართლო სისტემაში არსებულმა კლანმა მართლმსაჯულება პოლიტიკურ არენად გადააქცია. ლევან მურუსიძეები და ჩინჩალაძეები არიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტები და კუბლაშვილების მარიონეტები იყვნენ. ამ ადამიანებს არც განათლება აქვთ, არც კვალიფიკაცია და არც პოლიტიკური გონიერება. დამოუკიდებლობის ხარისხით კი ნულზე ქვემოთ იმყოფებიან.  ფაქტობრივად, სასამართლოს დე ფაქტო კლანმა შექმნა პარტია, რომელსაც პარლამენტში ლობისტები ჰყავს ზარდიაშვილებისა და მათიკაშვილების სახით. როგორც ჩანს, მორჩილი მარიონეტები „ქართულ ოცნებასაც“ დასჭირდება, რაც მათივე პოლიტიკურ მომავალზე ცუდად აისახება.

_ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც საზოგადოებაში, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კარგი რეპუტაციით ვერ სარგებლობს და რომელსაც სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ლობირებაში სდებენ ბრალს, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს ახმოვანებს, თუ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს?

_ირაკლი კობახიძე, რომელიც ე.წ ზარდიაშვილების კლანს შეეკრა, ჩანს, რომ საკუთარ თამაშს თამაშობს. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მისი და ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის პირდაპირ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დაკვეთებს ასრულებდეს. კობახიძე რამდენად ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარეა, ამაზე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია, რადგან ცხადია, რომ ის არაფრის მაქნისი პოლიტიკოსია. სასურველი იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტი დღის წესრიგში დამდგარიყო, რაც დღევანდელ ვითარებაში გამორიცხულია. 

_იმ ფონზე, როცა მმართველ პარტიაში დეპუტატთა მოსაზრებები ერთმანეთს  უფრო და უფრო სცილდება,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მივიღებთ ისეთ  კონფიგურაციას, სადაც „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოდგენილი უმცირესობით იქნება?

_ “ქართული ოცნება“ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოქმედი მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით წარმოდგენილი აღარ იქნება, რაც კარგია. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ისიც ვერ შეძლო, რომ პოსტიდან ზვიად კვაჭანტირაძე გადაეყენებინა, რაც გუნდში არსებულ რთულ ვითარებაზე მეტყველებს. 2020 წლის პარლამენტი საკმაოდ ჭრელი და ოდიოზური იქნება. საქართველო „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობისგან დაიღალა და აუცილებელია, რომ მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მართვაზე მონოპოლია აღარ ჰქონდეს და ქვეყანა ერთპარტიული მმართველობისგან გათავისუფლდეს. ამჟამად „ქართლი ოცნება“ ცდილობს, როგორმე პარლამენტი 2020 წლის არჩევნებამდე მიიყვანოს. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება ისეთ პოლიტიკურ გარემოში, სადაც ძლიერი პარტიები არ ჩანან, კრიზისის გამომწვევი იქნება. 

_ „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მხარდამჭერთა რაოდენობა „ქართული ოცნების“  მმართველობის პირობებში გაზრდილია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა მაღალი რაოდენობის მოგროვებას შეძლებს?

_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკმაოდ სერიოზული რღვევა და კრიზისია. არჩევნებში თუ როგორ გადანაწილდება მათი ხმები, მიმდინარე პროცესები გვიჩვენებს. 2020 წლამდე ახალი პარტიების გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბორდს მიღმა დარჩეს და „მოქალაქეთა კავშირის“ ბედი გაიზიაროს.

_საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად არის მიღებული, უნდა გადაიხედოს. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული ფორმატი ქვეყნებს შორის არსებული ვითარების ფონზე, რამდენად ეფექტურია? 

_ ჟენევის ფორმატში ქართული დიპლომატია აუცილებლად უნდა გააქტიურდეს. ამ ფორმატში ქართული მხარე ძალიან პასიური, არაადეკვატური და არაკომპეტენტურია.  უინიციატივო და უღიმღამო მოლაპარაკებების ფონზე, თუ ქართული მხარე არ გააქტიურდება, კიდევ უფრო რთულ ვითარებას მივიღებთ. საქართველოს პრეზიდენტმა აჩვენა, ქართველმა დიპლომატიამ როგორ უნდა იმუშაოს. სალომე ზურაბიშვილმა გამოიჩინა პრინციპულობა და მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან ისეთი მნიშვნელოვანი თემები გამოაცოცხლა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად უყურადღებოდ იყო დატოვებული, რასაც დადებითად ვაფასებ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15 იანვარი, 2026
პოლიტიკა

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

12:28; 15 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13 იანვარი, 2026

„ახალბედა მწერალი“

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

16:38; 15.01.2026
სამართალი

ComCom-მა „ჯი-დი-ეს თი-ვი” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

16:06; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

16:02; 15.01.2026
სამართალი

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15:52; 15.01.2026
სამართალი

„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს

15:19; 15.01.2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15.01.2026
საზოგადოება

სამართალდარღვევები ვეტერინარულ კლინიკებში

14:28; 15.01.2026
საზოგადოება

„სოფელ მერიაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლებად შეიძლება შეფასდეს“

14:18; 15.01.2026
საზოგადოება

სურსათზე ფასების კონტროლი თუ საბაზრო ეკონომიკაში პირდაპირი ჩარევა? გაიაფდება თუ არა პროდუქტი

13:54; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო