იაპონიაში სექსუალური ურთიერთობის გამოცდილებას შედარებით გვიან იღებენ, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში. აღნიშნულ ინფორმაციას CNN კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტოკიოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების აღმოჩენით, ქვეყნაში სექსუალური ურთიერთობებში გამოუცდელობის რიცხვი გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, 18-39 წლამდე ასაკის ქალების პროცენტული მაჩვენელი, რომელთაც არასდროს ჰქონიათ სექსი 1992 წელს 21.7% შეადგენდა, 2015 წლის მონაცემით კი 24.6 %-ია.
ცვლილებაა ასევე ამავე ასაკის მამაკაცებშიც, რომელთა რიცხვიც 1992 წელს 20% იყო, 2015 წელს კი 25.8%-ია.
“სექსუალური გამოუცდელობა იაპონიაში ეროვნულ შეშფოთებას იწვევს, თუმცა, წინა ანგარიშები არ შეისწავლის ტენდენციას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და სოციალურ-ეკონომიკურ ფონს”, _ამბობს კვლევის ავტორი, პიტერ უდა.
გავრცელებული ცნობით, სექსუალური გამოუცდელობის მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში 1%-5%-მდეა.