ცნობილი დირიჟორი დიდიმ მირცხულავა სესილია თაყაიშვილთან ახლოს ცხოვრობდა.
კუს ტბიდან როდესაც ბრუნდებოდა, სესილიას სახლისთვის უნდა ჩაევლო. მსახიობს ფანჯარა ყოველთვის ღია ჰქონდა. ბატონი დიდიმიც რამდენჯერაც ჩაივლიდა, იმდენჯერ კუს ტბაზე დაკრეფილ იებს იქ ყრიდა.
ერთხელაც გაბრაზებულმა თაყაიშვილმა დიდიმის ცოლს დაურეკა: ნატა, გადაეცით თქვენს მეუღლეს, რომ თავი დაანებოს ჩემს ფანჯარაში იების შემოყრას. ამდენი ნაგვის ხვეტით დავიღალეო.
დიდიმმა სესილიას მოთხოვნა შეასრულა.
და, აი, ერთი კვირის შემდეგ სესილიამ მირცხულავებთან კვლავ დარეკა: ნატა, დიდიმს გადაეცით, ისევ შემომიყაროს იები ფანჯრიდან, თავს მოხუცად ვგრძნობ.